ხარება ერთ-ერთი საუფლო დღესასწაულიაქრისტიანულ ეკლესიაში. უძრავი დღესასწაულიძველი სტილით 25 მარტს აღინიშნება, ახალი სტილითკი – 7 აპრილს.
ამ დღეს ყოვლადწმიდა მარიამთან ერთად მთელკაცობრიობას ეუწყა, რომ სახიერმა ღმერთმაადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამოტყვეობისათვის ვერ გაიმეტა და ეშმაკისმონობისაგან მისი გამოხსნა გადაწყვიტა. ეს დღეარის დასაბამი „ჩვენი ცხონებისა და გამოჩინებასაუკუნოითგან დამალულისა საიდუმლოისა“.
ერთ-ერთ ქადაგებაში პატრიარქი ბრძანებს: როგორცწინაპრები ამბობდნენ, ხარება ისეთიდღესასწაულია, როდესაც ჩიტი ბუდესაც კი არაკეთებს. ამ დღეს ყველა ადიდებს უფალს. ამიტომთქვენც გადადეთ ყოველგვარი მატერიალურიზრუნვა, მობრძანდით ტაძარში და შესთხოვეთუფალს ღვთისმშობლის მფარველობა”.
დღესასწაულის სახელწოდება - ხარება - მასთანდაკავშირებული მოვლენის მთავარ არსს გადმოსცემს:
მარიამ ღვთისმშობლისათვის ხარებას, რომ მისგანიშვებოდა იესო ქრისტე - ძე ღვთისა. ლუკას სახარებაგვასწავლის: უფალმა მთავარანგელოზი გაბრიელიმიავლინა გალილეის ქალაქ ნაზარეთში, ქალწულმარიამთან, რომელიც იოსებზე იყო დანიშნული. შევიდა ანგელოზი მარიამთან და უთხრა: "გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენ თანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის". უფლისანგელოზის გამოცხადებამ შეაძრწუნა და ჩააფიქრაგამოუცდელი ქალწული-ნეტა, რას უნდა ნიშნავდეს ესმოკითხვაო? ანგელოზმა დაამშვიდა იგი "ნუ გეშინინმარიამ, რამეთუ ჰპოვე მადლი წინაშე ღმრთისა. დააჰა ესერა შენ მუცლადიღო და ჰშვე ძე და უწოდისახელი მისი იესო. ესე იყოს დიდ და ძე მადლისეწოდოს, და მისცეს მას უფალმან ღმერთმან საყდარიდავითისი, მამისა თვისისაი და მეუფებდეს სახლსაზედა იაკობისსა საუკუნოდ, და სუფევისა მისისაი არაიყოს დასასრულ". გაოცებული მარიამი ეკითხებაანგელოზს, თუ როგორ მოხდება ეს, როცა მანმამაკაცო არ იცის?! ღმერთისთვის შეუძლებელიარაფერია, -"სული წმიდაი მოვიდეს შენ ზედა დაძალი მაღლისაი გფარავდეს შენ",-იყო პასუხი. გახარებული ქალწული თავის მორჩილებას ასეგამოხატავს: "აჰა მხევალი უფლისაი, მეყავნ მესიტყვისაებრ შენისა!"
აუწყა რა მთავარანგელოზმა უფლისა ნება რჩეულქალწულს, მოხდა სასწაული,-არსება უსხეულიგანსხეულდა და დაემკვიდრა ქალწულ მარიამისწიაღში.
იმის შესახებ, თუ სად და როდის გაჩნდა პირველადხარების დღესასწაული, არაფერია ცნობილი. მხოლოდ ის ვიცით, რომ 560 წელს იმპერატორმაიუსტინიანემ ხარების აღნიშვნის თარიღად 25 მარტი(ახალი სტილით 7 აპრილი) მიუთითა.
დღესასწაული მარხვას ემთხვევა, მაგრამ ხარებასმორწმუნეებს ზღვის პროდუქტებით გახსნილებისუფლება ეძლევათ. ამ დღესთან დაკავშირებით, ყველა ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინება.