გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს აფრთხილებს!

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2025 წლის გამოსაცდელებს შეახსენებს, რომ გამოცდებისათვის რეგისტრაცია დასრულდა, თუმცა მათ საგნების არჩევა, დამატება ან შეცვლა, ასევე გამოცდის ენის შეცვლა 10 აპრილის 18:00 საათამდე შეუძლიათ.

ამ დრომდე აქვთ მათ აგრეთვე საგამოცდო ქალაქის შეცვლის შესაძლებლობაც.

ამავე დრომდე უნდა წარადგინონ შესაბამისი ცნობა გამოსაცდელებმა, რომლებსაც ესაჭიროებათ სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა და რეგისტრაციის დროს მონიშნეს - „სპეციალური პირობები“. მათ კი, ვინც რეგისტრაციის საფასური გადაიხადეს და პროცესი ბოლომდე ვერ მიიყვანეს, საშუალება აქვთ 10 აპრილის 18 საათამდე დაასრულონ რეგისტრაცია.

„აბიტურიენტებს შევახსენებ, რომ 10 აპრილის 18:00 საათამდე მათ შეუძლიათ ცვალონ საგამოცდო ქალაქი, საგანთა ჩამონათვალი. მათ, ვინც 2 აპრილამდე გადაიხადა საგამოცდო რეგისტრაციის საფასური და სხვადასხვა მიზეზთა გამო ვერ შეძლო რეგისტრაციის გავლა, მათაც აქვთ უფლება და საშუალება, რომ გაიარონ რეგისტრაცია.

ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა, რომ თუ რომელიმე მათგანს სჭირდება სპეციალური საჭიროება საგამოცდო პროცესში, მათ 10 აპრილის 18:00 საათამდე შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში უნდა წარმოადგინონ შესაბამისი ფორმა ნომერი ასი“, - განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საგამოცდო პროცესების მართვის სამსახურის უფროსმა მაია გაბუნიამ.