საქართველოს რკინიგზა ბათუმის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. რკინიგზის ცნობით, მატარებელი მცირეწლოვანს შეეჯახა, რომელიც ადგილზე დაიღუპა:
უბედური შემთხვევა მოხდა ბათუმის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. სამგზავრო მატარებელი მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა. არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა. მატარებელი ბაქანთან მიდიოდა, რომელსაც ბათუმი-ქუთაისის რეისი უნდა შეესრულებინა. ადგილზე მისულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია. საქართველოს რკინიგზა მწუხარებას გამოთქვამს ტრაგედიის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს." - ნათქვამია რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.