მზია ამაღლობელის მომდევნო პროცესი 28 აპრილს გაიმართება

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, გამოცემა "ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დასრულდა. მომდევნო პროცესი 28 აპრილს, 13:00 საათზე გაიმართება. 

დღევანდელ პროცესზე საქმის გამომძიებელი მიხეილ დარჩია და ბათუმის პოლიციის მე-6 განყოფილების უფროსი არჩილ ანთაძე გამოჰკითხეს. 

მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც "პოლიციელზე თავდასხმას" გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.