2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა 1 592 ადამიანს შეუწყდა - ამის შესახებ ინფორმაცია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
საქსტატის თანახმად, გასულ წელს საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შემთხვევები შემცირდა - 2023 წელს ასეთი 3756 შემთხვევა დაფიქსირდა.
რაც შეეხება ახალი მოქალაქეობის ქვეყნებს, 50.37%-მა, ანუ 802-მა ადამიანმა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა მიიღო. 200-მა ადამიანმა მიიღო საბერძნეთის მოქალაქეობა, 102-მა - ისრაელის.
საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა, ახალი მოქალაქეობის ქვეყნის მიხედვით:
რუსეთის ფედერაცია - 802
საბერძნეთი - 200
ისრაელი - 102
თურქეთი - 63
სომხეთი - 57
უკრაინა - 56
აშშ - 38
გერმანია - 13
აზერბაიჯანი - 8
გაერთიანებული სამეფო - 4
სხვა ქვეყანა - 118
მითითებული არ არის - 131