3 მაისს ქუთაისში დღისით +18 და ღამით +8 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები წვიმას ვარაუდობენ.
ოზურგეთშიც იწვიმებს. დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8. ბათუმშიც წვიმიანი დღე იქნება, დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთშიც იწვიმებს. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმაა ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +18, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი.
ნალექიანი დღეა სოხუმშიც. +16 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაშიც წვიმას ვარაუდობენ, დღისით +15 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც იწვიმებს. ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმიანი ამინდია ჭიათურაშიც, დღისით +17 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში იწვიმებს. დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება.
ბორჯომშიც წვიმა იქნება. +20 იქნება დღისით, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება.
გორშიც იწვიმებს, დღისით +20 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. სავარაუდოდ წვიმა იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურშიც წვიმა იქნება, დღის განმავლობაში +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +1 გრადუსი იქნება.
ომალოში წვიმას ამინდს ელოდებიან, დღისით +13, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში წვიმას ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება თელავშიც, +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი.
ნალექიან ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.
სიღნაღშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით +22 გრადუსი იქნება, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში ნალექიანი დღეა. დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11 გრადუსი იქნება.