15-29 წლის ახალგაზრდების 24.1% არ სწავლობს და არც დასაქმებული არაა - საქსტატი

საქსტატის მონაცემების თანახმად ქვეყნის მასშტაბით, 15-29 წლის ახალგაზრდების 24.1% არ სწავლობს, არ არის დასაქმებული და არ გადის ტრენინგებს. წინა წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 2%-ით შემცირდა.

რაც შეეხება უმუშევრობის დონეს, საქსტატის განცხადებით, 2024 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2023 წელთან შედარებით 2.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.9% შეადგინა.

დასაქმებული 1 402 500 ადამიანიდან 960 400 დაქირავებული მუშაკია, 44 300 დამქირავებელი, დამოუკიდებელი მუშაკის სტატუსი აქვს 312 600-ს, ოჯახურ საწარმოში/მეურნეობაში დამხმარეა 84 400.

2024 წელს უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალი იმერეთში, ქვემო ქართლსა და გურიაში იყო. საქსტატის მონაცემების თანახმად რეგიონების მიხედვით უმუშევრობის პროცენტული მაჩვენებელი შემდეგია

იმერეთი 17.3 %
ქვემო ქართლი 16.7%
გურია 16%
თბილისი 14.9%
შიდა ქართლი 14.3%
მცხეთა-მთიანეთი 13.6%
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი 11.6%
აჭარის ა.რ 11.3%
სამეგრელო-ზემო სვანეთი 10.5%
კახეთი 10.2%
სამცხე-ჯავახეთი 7.7%