ევროვიზია 2025-ის მეორე ნახევარფინალში ათი ფინალისტი ქვეყანა გამოვლინდა

დღეს ბაზელში ევროვიზია 2025-ის მეორე ნახევარფინალი გაიმართა, სადაც 16 ქვეყნის წარმომადგენლები წარდგნენ მაყურებლის წინაშე.

მაყურებლის გადაწყვეტილებით, ფინალში 10 ქვეყანა გადავიდა: ლიეტუვა, ისრაელი, სომხეთი, დანია, ავსტრია, ლუქსემბურგი, ფინეთი, ლატვია, მალტა და საბერძნეთი.

კონკურსის წესების მიხედვით, ნახევარფინალიდან ფინალში გადასვლას მხოლოდ მაყურებელი წყვეტს და ჟიური არ მონაწილეობს ხმის მიცემაში.

ევროვიზია 2025-ის ფინალურ კონკურსზე 26 ქვეყანა იმღერებს. აქედან პირველი ათი ქვეყანა – პირველი ნახევარფინალიდან, მეორე ათი ქვეყანა კი დღევანდელი კონცერტიდან გადავიდა ფინალში, ხოლო „დიდი ხუთეულის“ ქვეყნები და მასპინძელი ქვეყანა შვეიცარია ფინალში ავტომატურად გადავიდნენ.

საქართველოს წლევანდელ ევროვიზიაზე მარიამ შენგელია, სიმღერით Freedom წარადგენდა.