2025 წლის 1 ივნისს, საქართველოს გენერალურიკონსული ქ. განჯაში კახაბერ აბდალაძე დასაკონსულოს ადმინისტრაციული მენეჯერი მალხაზხულორდავა იმყოფებოდნენ ისტორიულ ქართულ კუთხეში - საინგილოში. წმინდა ნინოს ხსენებისდღესთან დაკავშირებით, ქართველი დიპლომატებიდაესწრნენ კახის წმინდა გიორგის ტაძარშიგამართულ წირვას, რომელიც დეკანოზმა პეტრეხუმარაშვილმა აღავლინა. აგრეთვე შეხვდნენაზერბაიჯანის მოქალაქე ეთნიკურ ქართველებს.
სტუმრები ასევე ეწვივნენ კახის რაიონის სოფელალიბეგლოში მოქმედ წმინდა ნინოს სახელობისტაძარს და შეხვდნენ მრევლს, მათ შორის ქ. კახისილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო ქართულიდრამატული თეატრის წარმომადგენლებს. საუბარიშეეხო შემოქმედებითი კავშირების გაღრმავებისპერსპექტივებს ორი მეგობარი ქვეყნისსაქართველოსა და აზერბაიჯანის თეატრალურკოლექტივებს შორის.
აღნიშნულ რეგიონში ვიზიტისას, საქართველოსგენერალური საკონსულოს წარმომადგენლებსახლდა
ქ. ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრისდირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი ვასილჩიგოგიძე.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის 5 ივნისს, ქ. განჯისსახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე შედგებამწერალ ნოდარ დუმბაძის ცნობილი ნაწარმოებისმიხედვით დადგმული სპექტაკლის „კუკარაჩას“ პრემიერა.
სპექტაკლში მონაწილეობენ ოზურგეთისა და განჯისსახელმწიფო დრამატული თეატრების მსახიობები.
სპექტაკლის რეჟისორია ვასო ჩიგოგიძე —ოზურგეთის თეატრის დირექტორი და სამხატვროხელმძღვანელი, რომელიც თავისი გამორჩეულიხელწერით ნოდარ დუმბაძის უკვდავ ნაწარმოებს, ახალი, თანამედროვე ინტერპრეტაციითწარმოადგენს.
სამწუხაროდ, უკვე 5 წელზე მეტია აზერბაიჯანისრესპუბლიკას დახურული აქვს სახმელეთოსაზღვრები ყველა მეზობელ ქვეყანასთან, მათ შორისსაქართველოსთანაც, რის გამოც, ნინოობისდღესასწაულზე კახის რაიონში ჩასვლა კვლავ ვერშეძლეს ქართველმა მომლოცველებმა.
როგორც ცნობილია, 6 მაისს, გიორგობისდღესასწაულთან დაკავშირებით დაგეგმილი იყომრავალრიცხოვანი ქართული დელეგაციისა (მათშორის სამღვდელოების, საქართველოსსაპატრიარქოს წარმომადგენლების, საქართველოსრელიგიის სახელმწიფო სააგენტოს, პარლამენტისდეპუტატების, სახალხო დამცველის და ა. შ.) დაქართველი მომლოცველების სტუმრობა კახში.
სამწუხაროდ, ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე, აზერბაიჯანული მხარის წარმომადგენლებმააშკარად არამეგობრული, არაკონსტრუქციულიდამოკიდებულება გამოამჟღავნეს და ქართულიდელეგაციის ვიზიტზე უარი განაცხადეს.
აღსანიშნავია, რომ ქართული დელეგაციის ვიზიტიმსგავსი დამოკიდებულების გამო გასული წლის 23 ნოემბერსაც ჩაიშალა. ამის გამო საქართველოსსაგარეო საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანისრელიგიის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარისრამინ მამედოვის საქართველოში ვიზიტის (2025 წლის 17-18 მარტი) წინ აზერბაიჯანის რელიგიისსახელმწიფო კომიტეტს საპროტესტო ნოტაგაუგზავნა.
გიორგობის დღესასწაულზე კიდევ ერთი სამწუხაროფაქტი დაფიქსირდა. 2025 წლის 6 მაისსაზერბაიჯანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაციაქალაქ ბელაქანში გამართული კონფერენციისშესახებ თემაზე “ჩრდილო-დასავლეთ აზერბაიჯანისისტორიული საკითხები აკადემიკოს იაგუბმაჰმუდოვის სამეცნიერო საქმიანობაში”.
კონფერენციაზე წაიკითხეს აკადემიკოს იაგუბმაჰმუდოვის სტუდენტების მოხსენებები თემებზე: „აზერბაიჯანის ალბანური სახელმწიფოს დასავლეთისაზღვრები“, „ინგილოების პრობლემა დააზერბაიჯანის წინააღმდეგ ტერიტორიულპრეტენზიები“, „ცარიზმის კოლონიური რეჟიმისწინააღმდეგ წინააღმდეგობის მოძრაობა ჩრდილო-დასავლეთ აზერბაიჯანში“, „ცარიზმის იძულებითიქრისტიანიზაციის პოლიტიკა ჩრდილო-დასავლეთაზერბაიჯანში“ [იგულისხმება XIX საუკუნის მე-2 ნახევარში საინგილოში, მაშინდელ ზაქათალისოლქში გამუსლიმანებული ქართველების მიერწინაპართა ქრისტიანულ სარწმუნოებაზე დაბრუნება - ს. კ.] და სხვა. გაიმართა დისკუსიები.
კონფერენციას ესწრებოდა ბალაქანის რაიონისაღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი, ისლამ რზაევი, რომელმაც სიტყვის გამოსვლისასისაუბრა აკადემიკოს იაგუბ მაჰმუდოვის წვლილზეაზერბაიჯანის მეცნიერებაში.
აღსანიშნავია, რომ ბელაქნის რაიონისხელმძღვანელმა ისლამ რზაევმა და რაიონისადმინიტრაციის წარმომადგენლებმა 2023 წლისნოემბერსა და 2024 წლის მაისში დიდი პატივისცემითუმასპინძლეს საქართველოს რელიგიის სახელმწიფოსააგენტოს თავმჯდომარეს ზაზა ვაშაყმაძეს, რელიგიის სააგენტოსა და საქართველოს მუსლიმთასამმართველოს დელეგაციას ბელაქნის რაიონისქართულ სოფელ ითითალაში, სადაც 2400-მდე ინგილო ქართველი ცხოვრობს.
ამ კონფერენციაზე წაკითხული ზოგიერთიმოხსენების სათაურიდანაც კი ჩანს, რომ ესმოხსენებები სამწუხაროდ, საქართველოს მიმართარამეგობრული სულისკვეთებით იყო დაწერილი.
სტატიის ავტორი: სერგო კერესელიძე, საინგილოსმკვლევარი, ჟურნალისტი