დღეიდან საქართველოში განახლებული დიზაინის, პირადობის მოწმობები QR კოდით გაიცემა

საქართველოში დღეიდან, 4 ივნისიდან, განახლებული დიზაინის პირადობის დამადასტურებელი მოწმობების, დროებითი და მუდმივი ბინადრობის ნებართვების, ასევე, დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობის გაცემა იწყება.

ახალ პირადობის მოწმობაზე QR კოდს დაიტანენ - შესაბამისი ბრძანება  მთავრობის იუსტიციის მინისტრმა ანრი ოხანაშვილმა 10 მარტს გამოსცა.

ახალი ელექტრონული პირადობის მოწმობები საერთაშორისო ISO/IEC 7810 სტანდარტის შესაბამისი იქნება.

ინფორმაციისთვის, 2025 წლის 4 ივნისამდე გაცემული ძველი დიზაინის მოწმობები ძალაში, სტანდარტულად, ვადის გასვლამდე იქნება.