ისრაელსა და ირანს შორის მიმდინარე მოვლენების გამო საქართველოს აეროპორტებიდან 20-მდე ავიარეისი გაუქმდა

ისრაელსა და ირანს შორის მიმდინარე მოვლენების გამო საქართველოს აეროპორტებიდან 20-მდე ავიარეისი გაუქმდა

„ტავ ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ ფრენების გაუქმება ავიაკომპანიების გადაწყვეტილებაა, აეროპორტები კი მუშაობას აგრძელებენ.

მათივე თქმით, ამ ეტაპზე თბილისიდან – 15, ხოლო ბათუმიდან ოთხი ავიარეისი არის გაუქმებული.

კერძოდ, ბათუმიდან გაუქმებულია რეისები ისრაელისა და ირანის მიმართულებით, ხოლო თბილისიდან – თელ ავივის, აბუ დაბის, შარჟის, ერბილის, დელისა და დუბაის მიმართულებით.