თორნიკე რიჟვაძე მართვით სუნთქვაზე რჩება - პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორი

თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ მედიასთან განაცხადა.

ცნობისთვის, ოფიციალური ვერსიით თორნიკე რიჟვაძემ გუშინ 7 ივლისს, საგარეჯოში, საზღვაოტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის სახლში, თვითმკვლელობა სცადა. ისცეცხლსასროლი იარაღით გულის არეში ჭრილობით თავდაპირველად საგარეჯოში"ჯეოჰოსპიტალსში" გადაიყვანეს, სადაც ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, შემდეგ კი თბილისშიპირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს. პაციენტი გულ-მკერდის არეშიცეცხლნასროლი ჭრილობა აქვს. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მას ფილტვი დაუზიანდადა სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებს ტყვია არ შეხებია.

საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა სსკ-ის კოდექსით 115- მუხლით არის აღძრული, ხოლოცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსდირექტორი ალექსი ახვლედიანი სსკ-ის 238- მუხლით არის დაკავებული.