შოვში 2023 წლის სტიქიის დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად მემორიალი შენდება

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, შოვში, ე.წ. რკინის წყლის მიმდებარედ 2023 წლის სტიქიის დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად მემორიალი შენდება.

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე მემორიალის სამშენებლო პროცესს ადგილზე გაეცნო საქართველოს პარლამენტის წევრთან, გოჩა ენუქიძესა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, პაპუნა მარგველიძესთან ერთად.

„მემორიალი 2023 წლის 3 აგვისტოს, სტიქიური უბედურების დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად შენდება. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტით ფინანსდება და მისი დასრულება 2025 წლის აგვისტოშია დაგეგმილი. ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაგეგმილი აქვს სტიქიის შედეგად დაზიანებული, შოვამდე მისასვლელი ორი ხიდის მშენებლობა-რეაბილიტაცია“, – ნათქვამია საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციაში.