შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ კახეთის რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ კახეთის რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა.

გეკა გელაძე კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებსა და თანამშრომლებს შეხვდა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა კახეთის რეგიონში დანაშაულთან ბრძოლისა და საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ მიიღო ინფორმაცია.

საუბარი, ასევე, შეეხო რეგიონში დანაშაულის სტატისტიკას და გახსნის მაჩვენებელს.

შინაგან საქმეთა მინისტრი კახეთის რეგიონში განთავსებულ სამინისტროს სხვა დანაყოფებსა და სტრუქტურულ ერთეულებსაც ეწვია. გეკა გელაძე თანამშრომლებს გაესაუბრა, მათი სამუშაო სივრცეები, ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერა.
მინისტრმა თანამშრომლებს გაწეული ეფექტიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

კახეთის რეგიონში გამართულ სამუშაო შეხვედრებს, ასევე, ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე როლანდ მესხი, მოადგილეები - მარიამ ტაბატაძე, შალვა თადუმაძე, გიორგი ბუთხუზი და ალექსანდრე დარახველიძე.