სოფელ შუასოფელთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 15 ივლისის 23:00 საათიდან 16 ივლისის 06:00 საათამდე სოფელ შუასოფელთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 99-ე კმ-ზე (სოფ. შუასოფელი) დაგეგმილი ლითონის მილის მოწყობის სამუშაოების გამო 2025 წლის 15 ივლისის 23:00 სთ-დან 16 ივლისის 06:00 სთ-მდე გზის აღნიშნულ მონაკვეთზე შეიზღუდება ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.