მონაწილეთა მეოთხედს გაუჭირდა აზრის დალაგებულად გადმოცემა - UNICEF-ის კვლევა საქართველოში სტუდენტების უნარებზე

UNICEF-ი აქვეყნებს კვლევას საქართველოს ახალგაზრდების უნარებისა და კომპეტენციების შესახებ. საფრანგეთის მთავრობის მხარდაჭერით და სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების ბავშვთა უფლებების ცენტრებთან პარტნიორობით, გაეროს ბავშვთა ფონდმა ჩაატარა მიზნობრივი კვლევა, რომელშიც 18-20 წლის 155 სტუდენტი მონაწილეობდა. კვლევის მიგნებების თანახმად, სტუდენტების მეოთხედს უჭირს აზრის დალაგებულად გადმოცემა, იყენებს მწირ ლექსიკას ან სრულიად ვერ გამოხატავს აზრებს. კვლევის თანახმად, გამოკითხულთა ერთ მესამედს უჭირს საკითხებთან დაკავშირებით არგუმენტირებული პოზიციების დაფიქსირება, ასევე ახალგაზრდებში ზოგად პრობლემას წარმოადგენს წიგნიერების ნაკლებობა.

კვლევის მიგნებების თანახმად სტუდენტების წიგნიერებაში შემდეგი სახის პრობლემები იკვეთება:

  • ახალგაზ­რ­დე­ბი დიდ გა­მოწ­ვე­ვებს აწყ­დე­ბიან წიგ­ნი­ე­რე­ბა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით აზ­რე­ბის ფორ­მუ­ლი­რე­ბა­სა და ნათ­ლად გა­მო­ხატ­ვაში.
  • კვლე­ვის მო­ნა­წი­ლე­თა მე­ოთხედს გა­უ­ჭირდა აზ­რე­ბის და­ლა­გე­ბუ­ლად გად­მო­ცე­მა და ხში­რად იყე­ნებ­დ­ნენ მარ­ტივ, მწირ ლექ­სიკას, ან სრუ­ლად ვერ გა­მო­ხა­ტავ­დ­ნენ აზრებს, რაც ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში მათ­ში ფრუს­ტრა­ცი­ას და მღელ­ვა­რე­ბას იწ­ვევ­და.
  • წე­რი­ლო­ბი­თი უნა­რე­ბი გა­მორ­ჩე­უ­ლად პრობლე­მუ­რი სფე­რო გა­მოდ­გა, გან­სა­კუთ­რე­ბით ენობ­რი­ვი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის­თ­ვის, რო­მელ­თა სა­ხელ­მ­წი­ფო ენის ცოდ­ნის დო­ნე არა­საკ­მარი­სი იყო აკა­დე­მი­უ­რი და­ვა­ლე­ბე­ბის­თ­ვის თა­ვის გა­სარ­თ­მე­ვად.
  • მო­ნა­წი­ლე­თა მე­სა­მედს გა­უ­ჭირ­და და­მაჯე­რე­ბე­ლი, და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი არ­გუ­მენ­ტე­ბის მოყ­ვა­ნა, რაც კრი­ტი­კულ აზ­როვ­ნე­ბა­სა და დე­ბა­ტებ­ში გა­მოც­დი­ლე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა­ზე მი­ა­ნიშ­ნებ­და.
  • მო­ნა­წი­ლე­თა უმე­ტე­სო­ბა ახერ­ხებ­და სა­უბრის ში­ნა­ა­რის მი­დევ­ნე­ბას და დის­კუ­სი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, თუმ­ცა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ნაწილს უჭირ­და სხარ­ტად სა­უ­ბა­რი, სა­უბ­რის დროს გრა­მა­ტი­კულ შეც­დო­მებს უშ­ვებ­და და ჟარ­გონს იყე­ნებ­და.

 

Unicef-ის კვლევა ჩატარდა 2024 წლის ოქტომბერ-ნოემბრის პერიოდში თბილისში, თელავში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ახალციხესა და ახალქალაქში და მასში გამოყენებული იყო შერეული მეთოდების მიდგომა, მეტწილად ხარისხობრივი მეთოდები, რასაც დაემატა რაოდენობრივი მონაცემები საჭიროების შესაბამისად. ჯამში, კვლევაში მონაწილეობდა 18-20 წლის 155 სტუდენტი. კვლევაში მონაწილეობისთვის შერჩეული იქნა სხვადასხვა გამოცდილების მქონე სტუდენტი როგორც სოფლებიდან, ასევე ქალაქებიდან, განსხვავებული აკადემიური მოსწრების და ეთნიკური ჯგუფებიდან.