გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21 ივლისს საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან მოქმედი გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთის უმეტეს და აღმოსავლეთის ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი, ზოგან ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის გაძლიერება.
დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით და დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. დღის ბოლოს ზოგან შესაძლებელია ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +18, +23°, დღისით +30, +35°, მთაში ღამით +16, +21°, დღისით +29, +34°; მაღალ მთაში ღამით +9, +14°, დღისით +27, +32°.
აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით და დღის მეორე ნახევრიდან ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, დღის ბოლოს ზოგან შესაძლებელია ძლიერი და სეტყვა. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ელჭექის დროს ზოგან შესაძლებელია ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +18, +23°, დღისით +34, +39°; მთაში ღამით +15, +20°, დღისით +31, +36°; მაღალ მთაში ღამით +10, +15°, დღისით +25, +30°.
თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით და დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +22°, დღისით +39°.