როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნის, კახა კალაძის შვილი, ლევან კალაძე საქართველოს 17-წლამდე ნაკრებში გამოიძახეს.
რამდენიმე თვის წინ ფეხბურთელმა Lagazettageorgia-სთან ინტერვიუ ჩაწერა:
"ჩემი საყვარელი ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდუა. მამას შემდეგ, ჩემი მთავარი მოტივატორი სწორედ ის არის. რონალდუ შრომისმოყვარეა და მის თამაშებს ძალიან ხშირად ვუყურებ ხოლმე", - თქვა ლევან კალაძემ.