საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ,,ევრობასკეტზე“ ესპანეთი 83:69 დაამარცხა. თამაში კვიპროსში, ქალაქ ლიმასოლში გაიმართა.
შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე გახდა ცნობილი, რომ ევრობასკეტის პირველ მატჩში მონაწილეობას მიიღებდა თორნიკე შენგელია. ნაკრების კაპიტანმა მოსამზადებელი ეტაპის დიდი ნაწილი გულზე შექმნილი პრობლემების გამო გამოტოვა.
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ,,ევრობასკეტზე" ზედიზედ მეექვსედ იასპარეზა.
,,ევრობასკეტ 2025" 14 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება