სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, საქართველოს 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.
სამინისტრომ საქართველოს 2025 წლის საუკეთესო მამაკაც სპორტსმენად მოფარიკავე სანდრო ბაზაძე დაასახელა, ხოლო საუკეთესო ქალი სპორტსმენი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი გახდა.
საუკეთესო სპორტსმენები რვა ნომინაციაში გამოვლინდნენ:
წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი – ვახტანგ ლოლუა (ბერძნულ/რომაული ჭიდაობა)
წლის საუკეთესო პარასპორტსმენი ქალი – ანა ჯაფარიძე (პარატაეკვონდო)
წლის საუკეთესო პარასპორტსმენი კაცი – გიორგი ქალდანი (პარაძიუდო)
წლის საუკეთესო სპორტსმენი არაოლიმპიურ სახეობაში – თემურ სამხარაძე (ძალისმიერი სამჭიდი)
წლის საუკეთესო გუნდური სახეობა – საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები
წლის საუკეთესო გუნდი – საქართველოს ძიუდოს ნაკრები
წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენი – ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო)
წლის საუკეთესო მამაკაცი სპორტსმენი – სანდრო ბაზაძე (ფარიკაობა)
როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, 2025 წელს ქართველმა სპორტსმენებმა 1 935 საერთაშორისო მედალი მოიპოვეს, მათ შორის 752 ოქრო.
