ცოლის ხელით ტარების მსოფლიო ჩემპიონატი ფინეთის წარმომადგენლებმა მოიგეს. დიდ ბრიტანეთში გამართულ ტრადიციულ კონკურსში ათობით წყვილმა მიიღო მონაწილეობა.
ყველაზე სწრაფები თიმუ ტუვინენი და ჯატა ლინონენი გახდნენ, რომლებმაც დისტანცია წუთსა და 45 წამში დაფარეს. მათ ადგილობრივი ელით სავსე კასრი მოიგეს.
ამ სახალისო სარბენ შეჯიბრებას საფუძვლად მე-19 საუკუნის ფინური ლეგენდა უდევს საფუძვლად მძარცველებზე, რომლებიც სოფლებს თავს ესხმოდნენ და ქალებს იტაცებდნენ.
