მიუხედავად იმისა, რომ ევრობასკეტი 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრების ნაწილი დღეს, 24 თებერვალს უნდა გაიმართოს, ტურნირის ყველა, 24-ვე მონაწილე უკვე ცნობილია.
აღსანიშნავია, რომ კონტინენტის პირველობის ფინალური ეტაპის საგზური ვერ მოიპოვა ხორვატიის ნაკრებმა, რომელიც ევროპაში ერთ-ერთ ტრადიციულ საკალათბურთო ქვეყნად ითვლება.
2025 წლის ევროპის ჩემპიონატის ერთადერთი მასპინძელი კვიპროსის ნაკრები იქნება, რომელიც ტურნირზე მასპინძლის სტატუსით იასპარეზებს.
როგორც დანიასთან მატჩის შემდეგ გაირკვა, აგვისტო-სექტემბერში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს საქართველოს ეროვნული ნაკრებიც. ქართველი კალათბურთელებისთვის ეს ევრობასკეტი ზედიზედ მეექვსე იქნება.
შეჯიბრების წილისყრა 27 მარტს რიგაში ჩატარდება, ფინალური ეტაპი 27 აგვისტოს დაიწყება, ხოლო ტურნირის ფინალი 14 სექტემბერსაა დაგეგმილი.
ევრობასკეტი 2025-ის ყველა მონაწილე:
ისრაელი, სლოვენია, პორტუგალია, იტალია, თურქეთი, ისლანდია, ლატვია, ესპანეთი, ბელგია, გერმანია, მოტენეგრო, შვედეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, საფრანგეთი, კვიპროსი, ჩეხეთი, დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, ფინეთი, სერბეთი, საქართველო, პოლონეთი, ლიეტუვა, ესტონეთი.