საუდის არაბეთის „ალ-ნასრის“ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო, შესაძლოა, „ვალენსიას“ მაჟორიტარული აქციონერი გახდეს. ამის შესახებ წერს გამოცემა Footmercato.
წყაროს ცნობით, პორტუგალიელი ფეხბურთელისთვის აქციების მიყიდვას აპირებს კლუბის ამჟამინდელი მფლობელი პიტერ ლიმი, რომელიც კრიშტიანოს ახლო მეგობარია, აგრეთვე მისი პარტნიორი რამდენიმე კომპანიაში და პორტუგალიელის საიმიჯო უფლებების მფლობელი.
აღნიშნავენ, რომ ლიმს სურს სეზონის ბოლომდე დაასრულოს აქციათა გაყიდვა, თავად რონალდო კი დაინტერესებულია გუნდის შეძენით. გარდა ამისა, ხარჯების ნაწილი შეიძლება დაფარონ საუდის არაბეთის საინვესტიციო ფონდებმა, რომლებიც სამეფო ოჯახს უკავშირდებიან.