ქართველი მოჭიდავე იური ლომაძე საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირის ჩემპიონია

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში 2025 წლის სეზონის მეორე სარეიტინგო ტურნირი მიმდინარეობს.

სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იური ლომაძემ (72 კგ) ფინალურ შეხვედრაში თურქი მეჰმეთ მუსტაფა შაჰინი ანგარიშით 8:3 დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.

ფინალურ დაპირისპირებამდე მან სერბი და ლიეტუველი მეტოქეები დაამარცხა, ნახევარფინალში კი ქართველ ოთარ აბულაძეს შეხვდა და 6:3 სძლია.

ქართველი სპორტსმენები ალბანეთის საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირზე სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.