გიორგი ჯაბნიაშვილი ავსტრიის გრანპრის გამარჯვებულია

ავსტრიაში მიმდინარე ძიუდოს გრანპრის დასკვნით დღეს 90 კგ წონით კატეგორიაში ფინალში გიორგი ჯაბნიაშვილი ტატო გრიგალაშვილს უნდა შეხვედროდა, თუმცა გრიგალაშვილი ტურნირს ტრავმის გამო ჩაეხსნა და შეჯიბრის გამარჯვებული 21 წლის გიორგი ჯაბნიაშვილი გახდა.

დღევანდელი ფინალურ ბლოკის ბოლოს გურამ თუშიშვილი ავსტრიის გრანპრის ფინალში ჩეხ ლუკაშ კრპალეკს შეხვდება. კიდევ ერთი მძიმეწონოსანი შალვა გურეშიძე კი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.