მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ მისი გუნდი აღარ გავა მოედანზე, თუ მატჩებს შორის, მინიმუმ, 72-საათიან დასვენებას არ მიიღებს. ოთხშაბათს „რეალმა“ ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი მატჩი ჩაატარა „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ, შაბათს კი ლა ლიგის მატჩში „ვილიარეალს“ შეხვდა.
„დღეს ჩვენ ბოლოჯერ ვითამაშეთ 72-საათიანი დასვენების გარეშე. ორჯერ ვთხოვეთ ლიგას, შეეცვალა ეს, მაგრამ არაფერი მომხდარა. „რეალი“ აღარ გავა მოედანზე, თუ არ მოგვცემენ დასასვენებლად იმდენ დროს, რამდენსაც ვითხოვთ“, – განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.