ბუდუ ზივზივაძე ზედიზედ მეორედ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს

ბუდუ ზივზივაძემ ბუნდესლიგაში ზედიზედ მეორე ტურში მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა „ჰაიდენჰაიმში“ ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა, პლუს საგოლე გადაცემაც შეასრულა და უშუალო კონკურენტის, „ჰოლშტეინ კილის“ დამარცხებაში (3:1) მთავარი როლი ითამაშა.

ქართველ ფეხბურთელს ანალიტიკურმა ვებგვერდმა Flashscore-მა 8,4 ქულა დაუწერა, ხოლო უფრო ავტორიტეტულმა გვერდებმა, Sofascore-მა და Whoscored-მა, შესაბამისად, 9.0 და 9,2 ქულა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.