თბილისის გრანდ სლემზე ლაშა შავდათუაშვილმა პირველი გამარჯვება მოიპოვა

თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრების 10 წევრი ასპარეზობდა, რომელთაგანაც მედლებისთვის ბრძოლას შვიდი განაგრძობს.

პირველი დაპირისპირება მოიგო მსოფლიო ძიუდოს ლეგენდამ – ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ), რომელმაც  რუმინელი ბორს დუმიტრესკუ იპონით დაამარცხა. შავდათუაშვილი გარდა, მერვედფინალში მიხეილ ბახბახაშვილი (73 კგ), ზაურ დვალაშვილი, კოტე კაპანაძე, ვლადიმირ ახალკაცი და ირაკლი ბეროშვილი (ყველა 81 კგ) იჭიდავებენ .

გიორგი ჩიხელიძე (73 კგ) გრანდ სლემზე პირველ შეხვედრას რამდენიმე წუთში ჩაატარებს.

შეჯიბრზე წინასწარი შეხვედრები 10:00 საათზე დაიწყო. ფინალური ბლოკი 17:00 საათზე გაიმართება, რომლის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, რომ 21 მარტს თბილისის გრანდ სლემზე ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. თემურ ნოზაძე (66 კგ) – ვერცხლის, ნინო ლალაძე (57 კგ) კი ბრინჯაოსმედალოსნები გახდნენ.