მამარდაშვილის ტრანსფერში დიდი თანხაა გადახდილი და „ლივერპულმა“ კარგად იცის, გიორგი როგორ გამოიყენოს

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ საფეხბურთო მენეჯერმა, ლევან სეთურიძე ისაუბრა.

„გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერი „ლივერპულს“ ეკუთვნის და ის გუნდს პირველ ივნისს შეუერთდება. ეს ინტერესი ერთი წლის წინ გაჩნდა და ბედნიერი ვარ, რომ ტრანსფერი შედგა. რა თქმა უნდა, მოლაპარაკებები ევრო 2024-მდეც იყო, მაგრამ გიორგის ასეთი დონის ტურნირზე არასდროს ჰქონდა ნათამაშები და ევროპის ჩემპიონატამდე მოლაპარაკება დროებით შევაჩერეთ.

რა ვითარება დახვდება გიორგის ახალი სეზონიდან „ლივერპულში?“ ალისონ ბეკერი მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა, ეს ვიცით და შეგუებულები ვართ, რომ მამარდაშვილის კარიერაში ახალი ეტაპი იწყება – მათ შორის, ალისონთან ერთადაც.

მოგეხსენებათ, როდესაც მამარდაშვილი „ვალენსიაში“ გადადიოდა, მაშინ კლუბში პირველი მეკარე სილესენი (ნიდერლანდების ნაკრების მეკარე) იყო, მაგრამ მასთან კონკურენცია არ გასჭირვებია. „ლივერპულთან“ მიმართებაშიც შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ, რადგან კლუბს გიორგისთან დაკავშირებით გრძელვადიანი პროექტი აქვს და, დღევანდელი მონაცემებით, მამარდაშვილი ალისონის მემკვიდრედ მიიჩნევა.

ხომ არ გაუშვებენ გიორგის სხვა გუნდში ისევ იჯარით? პარტნიორთან ერთად ინგლისში მაისში ჩავალ, სადაც გადაწყდება, რა და როგორ იქნება, მაგრამ ჯერჯერობით ეს ვარიანტი არ განიხილება. მამარდაშვილში ძალიან დიდი თანხაა გადახდილი და „ლივერპულმა“ კარგად იცის, გიორგი როგორ გამოიყენოს“.