სლოვაკეთის დედალაქ ბრატისლავაში თავისუფალ ჭიდაობაში 2025 წლის ევროპის ჩენპიონატი დაიწყო.
კონტინენტის პირველობაზე დღეს ხუთი ქართველი ფალავანი გამოვიდა, რომელთაგანაც ოთხი – რობერტ დინგაშვილი (57კგ), გოგა ოთინაშვილი (65კგ), აკაკი ქემერტელიძე (70კგ) და გივი მაჭარაშვილი (97კგ) მეოთხედფინალში იჭიდავებს.
79კგ-ში პირველივე ორთაბრძოლა წააგო ვლადიმერ გამყრელიძემ (79კგ). ქართველის მეტოქის წატმატებული ასპარეზობს შემთხვევაში, გამყრელიძე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შანსს შეინარჩუნებს.
შეჯიბრებაზე ნახევარფინალური დაპირისპირებები თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება, მედლები კი ხვალ, 8 აპრილს გათამაშდება.