გიორგი სარდალაშვილი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია

მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში, მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) მეორე გამარჯვება მოიპოვა და ნახევარფინალში იჭიდავებს – ქართველმა მეოთხედფინალში სომეხ აშიკ ანდრეიანს იპონით მოუგო და ფინალში გასასვლელად ესპანელ ფრანსისკო გარიგოსს დაუპირისპირდება.

ტურნირზე დღეს გამომსვლელი სამი ქართველი – ვაჟა მარგველაშვილი, თემურ ნოზაძე (ორივე – 66 კგ) და ჯულიეტა როდონაია (48 კგ) ადრეულ ეტაპზე დამარცხდნენ და შეჯიბრებას უმედლოდ დაემშვიდობნენ.

ევროპის პირველობაზე ფინალური ბლოკი 18:00 საათზე გაიმართება, რომლის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.