კვარაცხელიას "პარი სენ-ჟერმენმა“ უეფას სუპერთასი მოიგო

ფრანგულმა „პარი სენ-ჟერმენმა“ იტალიის ქალაქ უდინეში, სტადიონ „ფრიულიზე“, პენალტების სერიაში დაამარცხა ინგლისური „ტოტენჰემი“ და უეფასს სუპერთასის მფლობელი გახდა.

მატჩის ძირითადი დრო ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა. „პარი სენ-ჟერმენის“ მხრიდან გოლები გაიტანეს ლი კან ინმა (85-ე წუთი) და გონსალუ რამუშმა (90+4). „ტოტენჰემიდან“ თავი გამოიჩინეს მიკი ვან დე ვენმა (39) და კრისტიან რომერომ (48). პენალტების სერიაში უფრო ზუსტები პარიზელები აღმოჩნდნენ და ანგარიშით 4:3 გაიმარჯვეს.

„პარი სენ-ჟერმენმა“ ისტორიაში პირველად მოიპოვა უეფას სუპერთასი. გასულ სეზონში პარიზელები პირველად გახდნენ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები. „ტოტენჰემმა“ 2024/25 წლების სეზონში ევროპა ლიგა მოიგო.