მნიშვნელოვანია, მსოფლიომ არ დაივიწყოს გაერო-ს შექმნის მიზანი - ზელენსკი

მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიომ არ დაივიწყოს გაერო-ს შექმნის მიზანი, - განაცხადა  უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას და აღნიშნა, რომ სამყარო ისეა აგებული, რომ უფლებები და საერთაშორისო სამართლის ნორმები მნიშვნელოვანია.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ერთიანობის შენარჩუნება და მსოფლიოსთვის ომის სამართლიანი დასასრულისკენ წარმართვის უნარის მკაფიოდ გადმოცემა.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთიანობის შენარჩუნება და მსოფლიოსთვის ჩვენი მოტივების, საჭიროებებისა და ამ ომის სამართლიანი დასასრულისკენ წარმართვის უნარის მკაფიოდ გადმოცემა. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დღეს ყირიმის პლატფორმა დიდ ყურადღებას ამახვილებდა ჩვენი მშვიდობის ფორმულის პუნქტებზე, განსაკუთრებით ტერიტორიულ მთლიანობასა და გაერო-ს წესდების განხორციელებაზე.

მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიომ არ დაივიწყოს გაერო-ს წესდების მიზნები და პრინციპები და ამ ორგანიზაციის შექმნის მიზანი, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა მაღალჩინოსანმა, შესაძლოა, უპირატესობა მიანიჭოს ყაზანის ცდუნებებს, ვიდრე გაერო-ს წესდების შინაარსს. ჩვენი სამყარო ისეა აგებული, რომ უფლებები და საერთაშორისო სამართლის ნორმები მნიშვნელოვანია და ასე გაგრძელდება“, – განაცხადა ზელენსკიმ.