მთავარი
აშშ იყენებს ტერორისტულ ორგანიზაციებს რეგიონში საკუთარი ინტერესებისა და ისრაელის უსაფრთხოებისთვის - ერდოღანი
- Details
- By rusa
- Hits: 409
აშშ იყენებს ტერორისტულ ორგანიზაციებს რეგიონში საკუთარი ინტერესებისა და ისრაელის უსაფრთხოებისთვის, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ტერორისტული ჯგუფი, რომელიც იყენებს არასტაბილურობას სირიაში, ფუჭად ხარჯავს ძალისხმევას დასავლური ქვეყნების მფარველობის მოსაძებნად და ტერორიზმთან ბრძოლაში თურქეთი კომპრომისზე არ წავა.
"თურქეთმა გაერო-ს ფარგლებში წამოიწყო ინიციატივა ისრაელისთვის იარაღის ყოვლისმომცველი ემბარგოს დაწესების შესახებ, რადგან ისრაელის გაძლიერებული თავდასხმები ღაზასა და ლიბანზე ყოველდღიურად ასობით ადამიანს კლავს.
იზრდება იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებიც მხარს უჭერენ ანკარის მოწოდებას ისრაელისთვის იარაღის ემბარგოს შესახებ. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ წარმატებას მივაღწევთ, როგორც კაცობრიობის ალიანსი და გავხსნით კარს გრძელვადიანი მშვიდობისთვის“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.
