მთავარი
დონალდ ტრამპს პრეზიდენტის თანამდებობა შეუზღუდავი ძალაუფლებისთვის სურს - კამალა ჰარისი
- Details
- By ani
- Hits: 115
დონალდ ტრამპს პრეზიდენტის თანამდებობა შეუზღუდავი ძალაუფლებისთვის სურს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა, კამალა ჰარისმა ვაშინგტონში შეკრებილ მხარდამჭერებთან შეხვედრისას, სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
„ჩვენ ვიცით, ვინ არის დონალდ ტრამპი“, – განაცხადა ჰარისმა და დასძინა, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა 2020 წლის არჩევნების შედეგების გაუქმების მიზნით კაპიტოლიუმში „შეიარაღებული ბრბო გაგზავნა“.
„ეს არის ადამიანი, რომელიც არასტაბილურია, შურისძიებით არის შეპყრობილი, წყენით არის სავსე და შეუზღუდავ ძალაუფლებას ესწრაფვის. ტრამპი, ათი წელია, ცდილობს ამერიკელი ხალხი გაყოფილი ჰყავდეს: აი, ვინ არის ის, მაგრამ, ამერიკა, მე აქ ვარ დღეს, რომ გითხრათ: ეს არ ვართ ჩვენ“, – განაცხადა ჰარისმა.
ჰარისმა პირობა დადო, რომ „ქვეყანას პარტიასა და საკუთარ თავზე მაღლა დააყენებს“.
ვაშინგტონში, მხარდამჭერთა შეკრებაზე, რომელიც არჩევნების დღემდე ერთი კვირით ადრე გაიმართა, ორგანიზატორების ცნობით, 75 000 ადამიანი იმყოფებოდა.