მთავარი
ღაზაში ისრაელის იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 93-მდე გაიზარდა
- Details
- By iaiaia
- Hits: 133
ისრაელის მიერ ღაზაზე მიტანილი იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 93-მდე გაიზარდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
დაღუპულთა შორის 20 ბავშვია. 17 ადამიანი დაკარგულად ითვლება. დაშავდა, სულ მცირე, 150 ადამიანი.
იერიში ღაზის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ბეით ლაჰიაზე განხორციელდა. მაშველების ცნობით, დაბომბვისას ხუთსართულიანი საცხოვრებელი შენობა მთლიანად დაინგრა.
ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ „ინფორმირებულნი არიან ბეით ლაჰიას ტერიტორიაზე სამოქალაქო პირების დაზარალების შესახებ“ და ინციდენტის დეტალები შესწავლის პროცესშია.
„ჰამასის“ მიერ მართული ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ღაზაში 42 924-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.