ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა

ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა. 

მედიის ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა.

ოკისპირულმა წვიმამ და ძლიერმა სეტყვამ ესპანეთის რამდენიმე რეგიონში ბოლო ათწლეულების მანძილზე ყველაზე ცუდი წყალდიდობები გამოიწვია.

სტიქიის გამო ქვეყნის ცენტრალურმა ხელისუფლებამ კრიზისის კომიტეტი შექმნა და იმ ადგილებში, სადაც წყალდიდობამ ყველაზე მეტი ზიანი გამოიწვია, ხელისუფლებამ 1 600-ზე მეტი ჯარისკაცი გაგზავნა.

ქვეყანაში 3-დღიანი გლოვა გამოცხადდა.