ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 217-მდე გაიზარდა

ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 217-მდე გაიზარდა. აქედან 213 ადამიანი ვალენსიაში დაიღუპა. ამ დროის მონაცემებით, ვალენსიის სამხრეთით განგაშის წითელი დონეა. 

დღეს ესპანეთის მეფე ფელიპე, დედოფალთან და ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესთან ერთად, ვალენსიაში, ქალაქ პაიპორტაში იმყოფებოდა. მათ მოქალაქეების პროტესტის გამო მალევე მოუწიათ ტერიტორიის დატოვება. ხალხი მათი მიმართულებით სხვადასხვა საგანს ისროდა. მათი პროტესტის მიზეზი მთავრობის მხრიდან უმოქმედობა იყო, რადგან ისინი არ გააფრთხილეს მოსალოდნელი წყალდიდობის შესახებ, რამაც ასობით ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.