მთავარი
ვინ არის მოლდოვას ახალი პრეზიდენტი - ყველაფერი მაია სანდუზე
- Details
- By hotnews
- Hits: 433
3 ნოემბერს მოლდოვაში ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, რომელშიც მაია სანდუმ გაიმარჯვა. სწორედ ამიტომ "ჰოთ ნიუსმა" გადაწყვიტა ის უფრო ახლოს გაგაცნოთ.
მაია სანდუ 1972 წლის 24 მაისს ფალეშტის რაიონის სოფელ რისიპენში, გრიგორი და ემილი სანდუების ოჯახში დაიბადა.
1995-1998 წლებში სწავლობდა საერთაშორისო ურთიერთობებს სახელმწიფო მართვის აკადემიაში. 2010 წელს დაასრულა ჯონ კენედის სახელობის ჰარვარდის სახელმწიფო მართვის ინსტიტუტი. ამის შემდეგ მუშაობდა მსოფლიო ბანკში მრჩევლის პოზიციაზე.
ის დასაოჯახებელია. ფლობს რუმინულ, ინგლისურ, რუსულ და ესპანურ ენებს.
ამის შემდეგ ის დაინიშნა განათლების მინისტრად. 2019 წლის 8 ივნისიდან კი გახდა მოლდოვის პრემიერ-მინისტრი.
2016 წელს იყო ქვეყნის პრეზიდენტობის კანდიდატი. პირველ ტურში მიიღო ხმების 38,71 % და დაიკავა მეორე ადგილი. მეორე ტურში მიიღო ხმების 47,89 % და კვლავ მეორე ადგილი დაიკავა. არჩევნების დროს მისი ოპონენტი, ვლადიმირ ვორონინი, ხშირად იძახდა, რომ სანდუ „ოჯახურ ღირებულებების“ მოღალატეა, რადგან საკუთარი ოჯახი არ აქვს.
„არასდროს მიფქრია, რომ მარტოხელა ქალობა სირცხვილია? იქნებ უბრალოდ ქალად ყოფნაც ცოდვაა?“ - პასუხობდა ამაზე სანდუ.
2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში კი დამაჯერებლად დაამარცხა ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი და გახდა ქვეყნის პირველი ქალი პრეზიდენტი. ის დღემდე ყველაზე პროევროპელ პრეზიდენად ითვლება. მისი პრეზიდენტობისას მოლდოვამ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, დაიწყო მოლაპარაკებები და მიიწევს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. ასევე 2022 წლიდან ის მყარად უჭერს მხარს ომში უკრაინის გამარჯვებას.
სანდუ ხშირად ამბობდა, რომ რუსეთი ამ საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას აპირებდა. მიუხედავად ამისა, ხმათა მოლდოველების 50,45 პროცენტი მიემხრო ევროკავშირში გაწევრიანებას და მეორე ტურშიც მოქმედმა პრეზიდენტმა გაიმარჯვა. მას მეორე ვადით გამარჯვება უკვე მიულოცეს ევროპელმა ლიდერებმა.
