მთავარი
ამერიკელი ხალხი ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემას იმსახურებს - ჯო ბაიდენის პირველი მიმართვა არჩევნების შემდეგ
- Details
- By Sali
- Hits: 338
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პირველი მიმართვა გააკეთა. როგორც მან თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე თქვა, ამერიკელი ხალხი ძალაუფლების "მშვიდობიან და მოწესრიგებულ" გადაცემას იმსახურებს.
200 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ამერიკა მსოფლიოში თვითმმართველობის უდიდესს ექსპერიმენტს ატარებს. ეს ჰიპერბოლა არაა. ეს ფაქტია. სადაც ხალხია, იქ ხალხი ხმას აძლევს და ირჩევს თავის ლიდერებს, და ამას მშვიდობიანად აკეთებს. და ჩვენ დემოკრატია გვაქვს. ხალხის ნება ყოველთვის იმარჯვებს.
მთელ ჩემს ადმინისტრაციას დავავალებ, მის გუნდათ იმუშაოს, რათა უზრუნველყოთ ძალაუფლების მშვიდობიანი და მოწესრიგებული გადაცემა. ეს ისაა, რასაც ამერიკელი ხალხი იმსახურებს", - განაცხადა ბაიდენმა როუზ გარდენიდან.
მისივე თქმით, იგი ესაუბრა არჩეულ პრეზიდენტ ტრამპს და მას გამარჯვება მიულოცა.
შეგახსენებთ, რომ 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე რესპუბლიკელმა კანდიდატმა და ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი დაამარცხა.
