თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოხლე ემსხვერპლა.

როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები რჩებიან.

შსს-ში განაცხადეს, რომ გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის განადგურებას ან დაზიანებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.