გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე სატვირთოების გადაადგილება იზღუდება
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 56
22-27 სექტემბერს გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე სატვირთოების გადაადგილება იზღუდება - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
"შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ25-კმ41 მონაკვეთზე მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები.
რის გამოც, 2025 წლის 22 სექტემბრიდან 27 სექტემბრის ჩათვლით, აღნიშნული საავტომობილო გზის კმ1-კმ41 მონაკვეთზე დროებით იზღუდება სატვირთო ავტოტრანსპორტის გადაადგილება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია", - ნათქვამია განცხადებაში.
