აბუ-დაბიში Sotheby’s-ის ყველაზე ძვირად ღირებული, $150-მილიონიანი გამოფენა გაიმართება

Sotheby’s-ის სააუქციონო სახლი 1-2 ოქტომბერს აბუ-დაბიში ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ყველაზე ძვირად ღირებულ გამოფენას მართავს. გამოფენა, ჯამში, მსოფლიოს ყველაზე ცნობილი მოდერნისტი მხატვრების - ვინსენტ ვან გოგის, რენე მაგრიტის, ედვარდ მუნკის, პოლ გოგენის, ფრიდა კალოს და კამილ პისაროს 6 ნამუშევარს მოიცავს. მსურველები ნახატების დათვალიერებას საადიატის კუნძულის კულტურულ რაიონში უფასოდ შეძლებენ.

“ამ შედევრების ახლო აღმოსავლეთში გამოფენის საშუალებას ხელიდან ვერ გავუშვებდით”, - განაცხადა ჯულიან დოუსმა, sotheby’s-ის იმპრესიონიტული და მოდერნისტული ხელოვნების მიმართულების ხელმძღვანელმა. “ეს ექვსი შედევრი, რომელიც მსოფლიოს ყველაზე ცნობილი კოლექციებიის ნაწილია, ერთად ისტორიაში პირველად გამოიფინება. ეს გამოფენა მნიშვნელოვან ეტაპს აღნიშნავს sotheby’s-ის ისტორიაში”, - აცხადებს ის.

აბუ-დაბის შემდეგ, ნახატები ლონდონსა და პარიზში გაჩერდებიან, შემდგომ კი ისინი ნიუ იორკში შემოდგომის აუქციონების სერიის ფარგლებში გაიყიდება. Sotheby’s-ის სააუქციონო სახლის ახალი საერთაშორისო ოფისი ნიუ იორკში ბრიუერის შენობაში, ყოფილი უიტნის მუშეუმის სივრცეში, ოფიციალურად 8 ნოემბერს გაიხსნება.

ნამუშევრებიდან სამი 50 წელზე მეტია საჯაროდ არ გამოტანილა. მუნკის ნახატი სახელწოდებით (St. John’s Night) (Midsummer Night’s Eve) (1901-3) ლეონარდ ლაუდერის, ამერიკელი მილიარდერის, კოლექციიდანაა. ვან გოგის La maison de Pen du, gardeuse de vache და პოლ გოგენის Romans Parisiens / Les livres jaunes კი სინდი და ჯეი პრიტსკერების მფლობელობაში იყო. მაგრიტის Le Jockey perdu (1942) მეთიუ და კეი ბუკსბაუმის, ამერიკელი ფილანტროპისტი და არტ კოლექციონერის კერძო კოლექციის ნაწილია.