მთავარი
შეერთებული შტატებისგან დაპირებული იარაღის ნახევარიც ვერ მივიღეთ - ვოლოდიმირ ზელენსკი
- Details
- By rusa
- Hits: 182
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „უკრაინის რადიოსთვის“ მიცემულ ინტერვიუში დასავლეთიდან მიღებული დახმარების შესახებ ისაუბრა:
„არსებობს სხვადასხვა ანგარიში სხვადასხვა ინსტიტუტიდან, როგორც თავდაცვის სამინისტროდან, ასევე სადაზვერვო სამსახურებიდან. უბრალოდ ვიტყოდი, რომ ნახევარი ვერ მივიღეთ. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი ელემენტია, როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, თუ ვინ როგორ გვეხმარება. ევროპა არანაკლებ დაგვეხმარა და ეს მნიშვნელოვანი ელემენტია.
შეერთებულმა შტატებმა იარაღის წარმოება გაზარდა და შეავსო არსენალი. ბევრ რამეში ამერიკელებს უკრაინის გამოცდილება დაეხმარათ.
მჯერა რომ არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის პოლიტიკის გათვალისწინებით, ომი უფრო სწრაფად დასრულდება“.