5-7 ოქტომბერს გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის ერთ მონაკვეთზე სატვირთოების მოძრაობა შეიზღუდება

5-7 ოქტომბერს გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის ერთ მონაკვეთზე სატვირთოების მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იტყობინება.

უწყების ცნობით, შეზღუდვის მიზეზი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ25-კმ41 მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

"2025 წლის 5 ოქტომბრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით, აღნიშნული საავტომობილო გზის კმ1-კმ41 მონაკვეთზე დროებით იზღუდება სატვირთო ავტოტრანსპორტის გადაადგილება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია", - იტყობინება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.