რა ბედი ეწია ირანელ სტუდენტ გოგონას, რომელიც გაშიშვლდა

ირანელ სტუდენტ გოგონას, რომელიც ნოემბრის დასაწყისში უნივერსიტეტის ეზოში, პროტესტის ნიშნად საჯაროდ გაშიშვლდა, ბრალს არ წარუდგენენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ნოემბრის დასაწყისში, უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომლებმა ახალგაზრდა ქალი ჰიჯაბის არასწორად ტარებაში დაადანაშაულეს, რასაც გოგონას პროტესტი მოჰყვა და დააკავეს. მაშინ ირანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სტუდენტი "ავად არის“ და გადაყვანილია ფსიქიატრიულ განყოფილებაში.

როგორც ირანის სასამართლოში განმარტეს,ქალმა საავადმყოფოში მკურნალობა გაიარა და ოჯახს დაუბრუნდა.

"იმის გათვალისწინებით, რომ ის საავადმყოფოში გადაიყვანეს და აღმოჩნდა, რომ იყო ავად, გოგონა ოჯახს გადასცეს და მის წინააღმდეგ სასამართლო საქმე არ აღძრულა", – განაცხადა ირანის სასამართლოს პრესსპიკერმა, ასგჰარ ჯაჰანგირმა.