მთავარი
ბეირუთში ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა
- Details
- By ani
- Hits: 299
ბეირუთის ცენტრში ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა, იტყობინება ლიბანური მედია.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს და ამ დროისთვის დაშავებულთა რაოდენობამ 63-ს მიაღწია.
გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის დღევანდელი ავიაიერიშის სამიზნე იყო ჰეზბოლას ერთ-ერთი უფროსი მეთაური მუჰამედ ჰაიდარი, რომლის ბედი ამ დროისთვის უცნობია.
