მეტროსადგურ "სამგორში" მგზავრი გარდაიცვალა
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 133
თბილისის მეტროს პირველი ხაზი შეფერხებით მუშაობს.
როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, შეფერხების მიზეზი მეტროსადგურ "სამგორში" მგზავრის გარდაცვალება გახდა. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
პირველ ხაზზე მოძრაობა მას შემდეგ აღდგება, რაც სამართალდამცველები მუშაობას დაასრულებენ.
