პუტინთან საუბარი არასასიამოვნო, მაგრამ საჭიროა - შოლცი

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან საუბარი არასასიამოვნო, თუმცა საჭიროა. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

როგორც შოლცმა აღნიშნა, ის პუტინს უკრაინაში ომის დაწყებამდე, ანუ 2022 წლამდე არაერთხელ ესაუბრა.

„ხანდახან ეს უსიამოვნო საუბრები იყო. ახლაც არ იყოს საუბარი სასიამოვნო, თუმცა საუბარი საჭიროა, თუნდაც იმიტომ, რომ ეს მოვისმინოთ“, - თქვა შოლცმა.

მისი თქმით, გერმანიაში არიანი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ „მარტივ სატელეფონო ზარს მეორე დღესვე მშვიდობის მოტანა შეუძლია“, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, ასე არ არის.

შოლცმა აგრეთვე პუტინთან ბოლო სატელეფონო საუბარი გაიხსენა, რომელიც 15 ნოემბერს შედგა. მან აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტს იგივე არგუმენტებით ესაუბრებოდა, რაც ადრე.

„ბატონო პუტინ, ნუ ელით იმას, რომ ჩვენ ჩვენს მხარდაჭერას შევამცირებთ. თქვენ უნდა მოძებნოთ ომიდან გამოსავალი. თქვენ უნდა შეწყვიტოთ შეტევები და გაიყვანოთ ჯარები“, - თქვა შოლცმა.