არეულობა პაკისტანში - დაპირისპირების შედეგად, მოკლულია 6 მოქალაქე, დაჭრილია 50

არეულობაა ისლამაბადში - შეტაკებებია დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის. პარლამენტის შენობასთან, ექსპრემიერის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნით შეკრებილ დემონსტრანტებს ძალოვნები დაუპირისპირდნენ. მოკლულია 6 მოქალაქე. დაჭრილია 50.

მთავრობამ საგანგებო ზომები მიიღო - აიკრძალა დედაქალაქში შესვლა, რასაც 50 საქმეზე გასამართლებული ექსპრემიერის მოწინააღმდეგეები არ ემორჩილებიან.